fbpx
16/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

როცა ვუყურებ საქართველოს, მახსენდება ლიეტუვა, რომელიც თავის დროზე ევროკავშირისა და ნატოს წევრობისთვის იბრძოდა – გიტანას ნაუსედა

12:24 ივნისი 11, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
777
ნახვა

“როცა ვუყურებ საქართველოს, მახსენდება ლიეტუვა, რომელიც თავის დროზე ევროკავშირისა და ნატოს წევრობისთვის იბრძოდა, ჩვენი გზა არ იყო მარტივი და შედარებით უფრო ცოტა ხანს გაგრძელდა, მაგრამ ყოველთვის ვიცოდით, რა იყო ჩვენი მიზანი და არ რჩებოდა არანაირი ეჭვი ჩვენს საზოგადოებაში, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ თბილისში ვიზიტისას განაცხადა.

„ძალიან მიხარია, რომ ლიეტუვის პრეზიდენტის რანგში საქართველოში პირველად ვიმყოფები, აქამდე გაგებული მქონდა, თუ როგორი მეგობრული და ლამაზი ქვეყანაა საქართველო, ახლა კი შემიძლია დავადასტურო, რომ ეს ნამდვილად ასეა. მადლობას ვუხდი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მეგობრული და თბილი მიღებისთვის.

მახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა ვილნიუსში 2019 წელს, ლიეტუვა და საქართველო გეოგრაფიულად შორსაა, თუმცა მათ ძლიერი კავშირები აქვთ. პირველ რიგში ჩვენ ღირებულებითი ხედვებით ძალიან ახლოს ვართ და ასევე ჩვენ წინაშეა სამწუხაროდ, საერთო გარე საფრთხეები. სალომე ზურაბიშვილმა აჩვენა დიდი მცდელობა, რომ სვლა ყოფილიყო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზით.

როცა ვუყურებ საქართველოს, მახსენდება ლიეტუვა, რომელიც თავის დროზე ევროკავშირისა და ნატოს წევრობისთვის იბრძოდა. ჩვენი გზა არ იყო მარტივი და შედარებით უფრო ცოტა ხანს გაგრძელდა, მაგრამ ყოველთვის ვიცოდით, თუ რა იყო ჩვენი მიზანი და არ რჩებოდა არანაირი ეჭვი ჩვენს საზოგადოებაში. ჩვენ ასევე ვხედავთ მსგავს მონდომებას ქართველ ხალხში, ამიტომ პრეზიდენტთან ერთად ხელი მოვაწერეთ საერთო დეკლარაციას, რომელიც არა მარტო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ მის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

ჩვენი მთავრობა აქტიურად ეძებდა გზებს, თუ როგორ უნდა დავხმარებოდით საქართველოს პანდემიასთან ბრძოლაში და ცოტა ხნის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 15,000 დოზა გადავცეთ საქართველოს, თუმცა ეს ციფრი შეიძლება დაკორექტირდეს უახლოეს მომავალში. ლიეტუვა მზადაა საკუთარი გამოცდილება, რომელიც ევროკავშირისა და ნატოს ინტეგრაციის გზაზე დააგროვა გაუზიაროს საქართველოს“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.

თეგები: გიტანას ნაუსედა

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ლიეტუვა მყარად ხედავს საქართველოს, როგორც გარდაუვლად ნატო-ს წევრს – ლიეტუვას პრეზიდენტი

ივნისი 11, 2021
781
მსოფლიო

ლიეტუვის პრეზიდენტი: საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია ნატოში გაწევრიანების პროცესს ართულებს, თუმცა არ აჩერებს

აპრილი 6, 2021
1.1k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია