რუხის მრავალპროფილურ კლინიკაში 82 წლის ქალი კორონაივურისით გარდაიცვალა. პაციენტი ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოიყვანეს. იგი ტყვარჩელის მცხოვრებია.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში მკურნალობს 67 კოვიდ პაციენტი.
ფოთის ჰოსპიტალში 38 ინფიცირებული რჩება. მათ შორის 3-ის მდგომარეობა მძიმეა.
„სენამედის” კლინკაში მკურნალობის კურსს გადის 27 პაციენტი, მძიმეა 6.
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 18 კოვიდ პაციენტია. აქედან მძიმეა 4-ის მდგომარეობა.
აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში 20 ინფიცირებულია მოთავსებული.
სენაკის “ლაზიკა მედიში” 23 პაციენტი რჩება.
ბოლო 24 საათში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 81.
სულ საკარანტინო სივრცეში იმყოფება 53 ადამიანი.
ავტორი: თეა შონია











