რუსეთი აშშ-ს არამეგობრული ქვეყნების სიაში შეიყვანს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ რუსულ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
მისი თქმით, რუსეთი უკვე მუშაობს „არამეგობრული ქვეყნების ნუსხაზე“.
„და ვინ არის ყველაზე არამეგობრული სახელმწიფო? სიის ფორმირება ახლა ხდება. როგორც ჩვენ გვესმის, ეს ისტორია დაიწყო აშშ-ის მხრიდან არამეგობრული ქმედებებით. როგორც თქვენ გესმით და მე შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ ნუსხაში ფიგურირებს აშშ. დანარჩენ სახელმწიფოებს შეიტყობთ მაშინ, როდესაც მთავრობის განკარგულება გამოქვეყნდება“, – განაცხადა ზახაროვამ.
სახელმწიფოებს, რომლებმაც „არამეგობრული ქმედებები ჩაიდინეს რუსეთის წინააღმდეგ“, საელჩოებში რუსეთის მოქალაქეების დაქირავება შეეზღუდებათ.











