რუსეთის საგარეო უწყების პრეს-სპიკერი, მარია ზახაროვა თბილისში რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის ვიზიტთან დაკავშირებულ მოვლენებს ეხმაურება.
მისი თქმით, ზოგიერთ ქვეყანაში დემოკრატიის გზები არაცივილიზებულია.
„დემოკრატიის გზები არაცივილიზებულია: ზურმუხტქალაქისკენ რთული გზებით მივდივართ“, – დაწერა მან Facebook-გვერდზე.
რუსი ჟურნალისტი საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა, რასაც მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა. დაბადების დღის ვახშამი ჩაიშალა და მან დღეს დილით საქართველო დატოვა.
პოლიციამ რუსეთიდან ჩამოსული 32 მოქალაქე, მათ შორის ვლადიმერ პოზნერი იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე დააჯარიმა.











