რუსეთი მოქმედებს, როგორც პასუხისმგებლიანი და დიდი ქვეყანა,- ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.
„რუსეთი ჩვენი მეზობელია. რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები მაღალ დონეზეა. რუსეთი მოქმედებს, როგორც პასუხისმგებლიანი და დიდი ქვეყანა. პოზიტიური მესიჯები მოდის რუსეთიდან. რომელიმე მხარის მხარდაჭერის საკითხი არ განიხილება. სომხეთს ამის იმედი ჰქონდა. სომხეთი ცდილობს, რუსეთი ომში ჩაითრიოს“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ ვითარება მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს დაიძაბა.











