„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებას ეხმაურება.
„სტრასბურგის სასამართლომ კიდევ ერთხელ და ახლა უკვე სამართლებრივადაც დაადასტურა რუსეთის აგრესია. რუსეთი ოკუპანტია და ომი რუსეთმა დაიწყო. ოკუპანტი შემოიჭრა ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენ ვიცავდით საკუთარ სამშობლოს და სახელმწიფოს.
კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ჯარს, ჩვენს არმიას, გენერლებს, ოფიცრებს, რიგითებს და ყველას ვინც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას იცავდა 2008 წელს – ძალა ერთობაშია. დიდება გმირებს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
დღეს, 21 იანვარს, 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.











