1 ნოემბერს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის გადადებულ მატჩში რუსეთის ნაკრებს შეხვდება.
ცნობილი ხდება, რომ ჩვენი მეტოქის მთავარმა მწვრთნელმა, ლი ჯონსმა გაფართოებულ შემადგენლობაში ოთხი ქართველი მორაგბე შეიყვანა – ნიკოლოზ კაზალიკაშვილი (სტრელა, რუსეთი), საბა გაბუნია (ბაგრატი, საქართველო), გიორგი როყვა (სტად ბაგნერე, საფრანგეთი) და შაკო ოდიშარია (ავენირ კასტანე, საფრანგეთი).
საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების დაპირისპირება 1 ნოემბერს თბილისში გაიმართება. რუსეთამდე „ბორჯღალოსნები“ 23 ოქტომბერს შოტლანდიის ნაკრებს ესტუმრებიან, რუსეთის ნაკრებთან შეხვედრის შემდეგ კი „8 ერის“ გათამაშებაში ჩაერთვებიან.











