რუსეთის ფედერალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ალექსეი ნავალნი გამოსაცდელი ვადის პირობების სისტემატური დარღვევისთვის დააკავეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
როგორც პენიტენციური სამსახურის განცხადებაში ვკითხულობთ, რუსი ოპოზიციონერი 2020 წლის 29 დეკემბრიდან იძებნებოდა, რის გამოც აღკვეთის ღონისძიების შემდგომ ზომას სასამართლო განსაზღვრავს, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე კი პატიმრობაში იქნება.
ცნობისთვის, ალექსეი ნავალნი სამართალდამცველებმა შერემეტიევოს აეროპორტში საპასპორტო კონტროლის გავლის დროს დააკავეს.











