რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური ალექსეი ნავალნის მიერ ჩატარებულ გამოძიებას პროვოკაციად აფასებს. ინფორმაციას TASS-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ რუსი ოპოზიციონერის მიერ „ნოვიჩოკით“ მისი მოწამვლის შესახებ გამოქვეყნებული ე.წ. გამოძიება უცხოეთის სპეცსამსახურების დახმარებით არის მომზადებული.
რუსეთის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ნავალნის სატელეფონო საუბრის ვიდეო, ფსბ-ს სავარაუდო ერთ-ერთ ოფიცერთან არის ყალბი.
მანამდე, ალექსეი ნავალნიმ გამოაქვეყნა სატელეფონო საუბრის ჩანაწერი ადამიანთან, რომელიც სავარაუდოდ ფსბ-ს საიდუმლო განყოფილების რვა ოფიცრიდან ერთ-ერთია და რომელიც სავარაუდოდ, მოწამვლის ორგანიზებაში მონაწილეობდა.











