რუსეთში, სამარის ოლქში სამგზავრო მიკროავტობუსი, სატვირთო მანქანა და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად 12 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 12 დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათგან ხუთი – რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
სისხლის სამართლის საქმე საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის ბრალდებით აღიძრა.











