რუსთავში გვიან ღამით მომხდარი დაპირისპირების შემდეგ 2 ახალგაზრდა დააკავეს. ისინი დაკითხვაზე რუსთავის 1-ლ სამმართველოში იმყოფებოდნენ. ერთ-ერთ დაკავებულს მსუბუქი დაზიანებები მხარის არეში აღენიშნება.
რუსთავში, მე-15 მიკრორაიონში გვიან ღამით, სროლა იყო. როგორც საინფორმაციო სააგენტო „ინფო რუსთავს” თვითმხილველებმა განუცხადეს, მე-4 სკოლის ტერიტორიაზე 40-მდე არასრულწლოვანი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა.
მათი თქმით, სწორედ დაპირისპირების დროს გაიგეს იარაღიდან რამდენჯერმე გასროლის ხმა.
Video: სროლა რუსთავში! – ჯგუფურ დაპირისპირებაში 40-მდე პირი მონაწილეობდა











