ტაჯიკეთი და ყირგიზეთი საზღვარზე დამატებითი ძალების მობილიზებას ახდენენ. ინფორმაციას ამის შესახებ ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის საზღვარზე შეიარაღებული დაპირისპირებას მოხდა. ტაჯიკეთის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი ყირგიზეთის შეიარაღებულ ძალებს წყალგამანაწილებელ პუნქტთან მესაზღვრეებისთვის ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს.
ტაჯიკური მხარე კი კონფლიქტის გაღვივებაში ბრალს ყირგიზეთს სდებს და აცხადებს, რომ დაპირისპირების შედეგად ტაჯიკეთის შვიდი მოქალაქე დაშავდა.











