ყირგიზეთის პრეზიდენტი სოორონბაი ჟეენბეკოვი გადადგა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
„ძვირფასო თანამემამულენო. ჩემთვის ყირგიზეთის მშვიდობა, ქვეყნის ერთობა, ჩვენი ხალხის ერთიანობა და საზოგადოების სიმშვიდე ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩემთვის არაფერია თითოეული თანამემამულის სიცოცხლეზე ძვირფასი. ძალაუფლებას არ ვეჭიდები. არ მინდა ყირგიზეთის ისტორიაში დავრჩე როგორც პრეზიდენტი, რომელმაც სისხლი დაღვარა და საკუთარ მოქალაქეებს ესროლა. ამიტომ, გადავწყვიტე გადავდგე“, – ნათქვამია ჟეენბეკოვის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ბიშკეკში საპროტესტო აქცია 5 ოქტომბერს დღის მეორე ნახევარში დაიწყო. დემონსტრაციის მონაწილეები აპროტესტებენ არჩევნების შედეგებს, რომლის მიხედვითაც, 7 პროცენტიანი ბარიერის გადალახვა მხოლოდ პროსახელისუფლებო პარტიებმა შეძლეს.











