რუსთავში, მე-15 მიკრორაიონის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში 5 წლის ბავშვმა ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაცია მიიღო.
მცირეწლოვანს ადგილზე სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მეზობლების თქმით, 5 წლის ბავშვი კონტაქტური იყო.
კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციაც.











