რუსთავში ხარმა 3 მცირეწლოვანი ბავშვი და მოხუცი ქალი დააზიანა – შემთხვევა ჭყონდიდელის დასახლებაში მოხდა.
ერთ-ერთ არასრულწლოვანს ჭრილობები სახის და ფეხის არეში აქვს მიყენებული. მსუბუქად დაშავდა კიდევ ერთი ბავშვი, თუმცა მას ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირვებია.
მომხდარის გამო დღის ბოლოს ბერიტაშვილის ქუჩაზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციაც.











