„ნუ ჰგონიათ, რომ სააკაშვილი სულ უკრაინაში და უკრაინულ პოლიტიკაში იქნება, დაბრუნდება საქართველოში და მისი ადგილი ექნება. როდის? – როცა ამის დრო დადგება“,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი „სულით ხორცამდე ქართველია“.
“მათ განაცხადეს, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის საჯარო მოხელე, არის უკრაინის მოქალაქე და პოლიტიკოსი, რომელსაც აქვს ნებისმიერი განცხადების უფლება და ნუ დაათრევთ ელჩს საგარეო უწყებაში, შეიგნეთ, განცხადების გაკეთების უფლება ნებისმიერ პოლიტიკოსს აქვსო, თუნდაც, უკრაინის მოქალაქე იყოსო. აბა, ამერიკელები, ლიტველები, ევროპარლამენტარები რომ მიუთითებენ საქართველოს, რომ დემოკრატია იყოს დანერგილი და არჩევნები ჩატარდეს, თუ ლიტველს შეუძლია, „უკრაინელ“ სააკაშვილს რატომ არ შეუძლია? “უკრაინელი” ბრჭყალებში, რადგან სულით ხორცამდე ქართველია,”- განაცხადა გოცირიძემ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ მას დიდი გეგმები აქვს უკრაინასა და საქართველოსთან მიმართებაში. იგი ბოლოდროინდელ განცხადებებში ასევე აღნიშნავს, რომ ბრძოლისთვის და გამარჯვებისთვის მზად არის.










