fbpx
16/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

სააკაშვილი ყოველგვარი დახმარების გარეშე ჩამოვიდა მეოთხედან პირველ სართულზე, ვადასტურებ, რომ პროცესზე მონაწილეობას შეძლებს – ბექა ბასილაია

15:44 ნოემბერი 10, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.2k
ნახვა

“მიხეილ სააკაშვილს დღეს პირადად შევხვდი, სააკაშვილი თავისი ფეხით, ყოველგვარი დახმარების გარეშე, ჩამოვიდა მეოთხედან პირველ სართულზე. მიხეილ სააკაშვილმა, ყოველგვარი სხვა ადამიანის დახმარების გარეშე, გარკვეული მონაწილეობა მიიღო ადვოკატებთან შეხვედრაში”, –  ამის შესახებ ადვოკატმა ბექა ბასილაიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის ეპიზოდზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე განაცხადა.

„მიხეილ სააკაშვილის პოზიცია არ არის თქვენ წინაშე წარმოდგენილი, მეტიც, მიხეილ სააკაშვილს ეს მოთხოვნა არ გააცნეს. დღეს მე პროცესამდე ვიმყოფებოდი პენიტენციურ დაწესებულებაში და მოვთხოვე მათ განმარტება, რა მიზეზით არ მოჰყავდათ აქ მიხეილ სააკაშვილი და გააცნეს თუ არა თქვენ მიერ გაგზავნილი მოთხოვნა. მესამე, თქვენ წინაშე წარმოადგინეს თუ არა მიხეილ სააკაშვილის პოზიცია. არის სრული დუმილი და ახლა, როდესაც ბატონი ჯარჯი რაღაც დისტანციურზე მელაპარაკება, დისტანციური კი არა, რომ გესმით უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე, უნდა წერდეთ მოხსენებით ბარათს და იწყებდეთ პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელთა მიმართ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე გამოძიებას.

უსაფრთხოების ნაწილი, რაც აქ არის მოცემული, ფარსია და იცით საიდან დგინდება? ბრიფინგი რომ ჩაატარეთ, ხომ არ გგონიათ, მას შემდეგ რაიმე საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა კონკრეტულ პირთა მიმართ ვთქვათ, მხილების ან ბრალის წარდგენის თვალსაზრისით და ასე შემდეგ. ახლა იტყვიან, რომ პროკურორის დისკრეციაა ბრალის წაყენებაო. თუ ისეთი საფრთხეა, რომ მიხეილ სააკაშვილი პროცესზე ვერ იღებდეს მონაწილეობას, თუ ასეთ საფრთხეს ვინმე ქმნიდა, იმ ნაწილში სუბიექტი ხომ მაინც უნდა იყოს დადგენილი, რას ნიშნავს სხვადასხვა პარტია, რას ნიშნავს, აბსტრაქტულად ვიღაც ჩახერგავდა, ამაზე კონკრეტული არაფერი არ არსებობს.

რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჯანმრთელობის მდგომარეობა თუ არ აძლევს ადამიანს შესაძლებლობას, პროცესზე მიიღოს მონაწილეობა, ბუნებრივია, ვერავინ აიძულებს მას პროცესზე მონაწილეობის მიღებას. ეს განიმარტება ბრალდებულის სასარგებლოდ, რომ არასაპატიოდ არ ჩაეთვალოს და არა იმად, რომ პროცესზე მოსვლის შესაძლებლობაა შეეზღუდოს, ამას უნდა გაესვას ხაზი.

მეორე, მიხეილ სააკაშვილს დღეს პირადად შევხვდი, სააკაშვილი თავისი ფეხით, ყოველგვარი დახმარების გარეშე ჩამოვიდა მეოთხედან პირველ სართულზე. მიხეილ სააკაშვილმა ყოველგვარი სხვა ადამიანის დახმარების გარეშე გარკვეული მონაწილეობა მიიღო ადვოკატებთან შეხვედრაში სამომავლო საკითხებზე, წერს ჩვეულებრივად. ძალიან სუსტად არის, დაეწყო ტკივილები და ხვალინდელი, ზეგინდელი, მაზეგინდელი დღე მის ჯანმრთელობაზე როგორ იქნება, როგორ აისახება და საერთოდ მისი სიცოცხლე დღეს რამხელა რისკის ქვეშ დგას, ეს ცალკე საკითხია და უმძიმეს მდგომარეობაშია ამ თვალსაზრისით, მაგრამ პროცესზე მონაწილეობას რომ შეძლებს, ამას ვადასტურებ. მეორე, აქ მთავარია, რომ სააკაშვილს პროცესზე მონაწილეობის მიღების სურვილი აქვს და მას უნდა, აქ მოვიდეს. ჩვენ ვითხოვთ სასამართლოსგან, უზრუნველყავით მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გამოცხადება. ბატონი ჯარჯი რასაც გვთავაზობს, არ არის ის, რაც უნდა გააკეთოს სასამართლომ. პროცედურები დაარღვია პენიტენციურმა სამსახურმა. არ არსებობს ნორმა ამ საფუძვლით არმოყვანაზე.

პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებმა პატიმრობაში მყოფი ადამიანი გაიტაცეს, ერთი დაწესებულებიდან მეორე დაწესებულებაში გადაყვანაზე რომ უარს ამბობს, ის იქ არ უნდა გადაიყვანო, თუ უგონოდ არ არის და პირდაპირი სამედიცინო ჩარევა არ სჭირდება. გაიტაცეს მოტყუებით. თუ ეგ უზრუნველყვეს, რომ გლდანში მისი ნებართვის გარეშე გაეტაცათ მოტყუებით და არაფერი მომხდარიყო, ის რატომ ვერ უნდა უზრუნველყონ, რომ აქ მოიყვანონ მიხეილ სააკაშვილი, თუ არ არის იმისი შიში, რომ მიხეილ სააკაშვილს არ მიეცეს საზოგადოების წინაშე პირდაპირი კომუნიკაციის შესაძლებლობა. ამიტომ გთხოვთ, უზრუნველყოთ სასამართლოს სხდომის დარბაზში მიხეილ სააკაშვილის მოსვლა. თუ სასამართლო ყველაფერს არ გააკეთებს ამისთვის და მე ამას პრევენციით კი არ ვამბობ ან რაღაც დამუნათებით, ვაკეთებ ობიექტურ შეფასებას, თუ სასამართლო ამას არ უზრუნველყოფს, ჩათვალეთ, რომ ეს პროცესი არ არის პროცესი, ეს პროცესი არის მხოლოდ და მხოლოდ, რომ 2-თვიანი ვადა გადის, ვადა არის გადასასინჯი და ვადას ვერ გაექცევა სასამართლო, მეტი არაფერი“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

თეგები: ბექა ბასილაია

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილს უთხრეს, რომ თუ ცუდად გახდებოდა, გადაიყვანდნენ გლდანში – ბექა ბასილაია

დეკემბერი 30, 2021
759
პოლიტიკა

რატი ბრეგაძეს პროპაგანდისტული გამოსვლა ჰქონდა – მიხეილ სააკაშვილი

დეკემბერი 18, 2021
797
სამართალი

ყველა ხარჯი გაიწეოდა სახელმწიფოს ნორმალური ფუნქციონირებისთვის – ბექა ბასილაია

დეკემბერი 2, 2021
774

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია