“ყველა მსჯავრდებულს, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილს სათანადო სამედიცინო მომსახურება უნდა გაეწიოს, ასევე შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ, შესაბამისი სარეაბილიტაციო სამედიცინო მომსახურება. ეს არის პირობა, რასაც კანონმდებლობა ადგენს და მას იუსტიციის სამინისტრო სკურპულოზურად მიჰყვება”,- განაცხადა “ქართული ოცნების“ ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა,
“სააკაშვილის მიერ დაყენებულია ულტიმატუმის ხასიათის მოთხოვნა, რაც რა თქმა უნდა, არ შეიძლება იყოს გათვალისწინებული. დღემდე არ არსებობს რაიმე პრეტენზია იმ სამედიცინო მომსახურებაზე, მიხეილ სააკაშვილს შესთავაზეს, საუბარია, რომ რაღაც შეიძლება საჭირო გახდეს. 43 დღე გავიდა, რაც მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია და რაიმე პრეტენზია გაწეულ სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებით არ ყოფილა. არ არსებობს არავითარი საფუძველი იმისა, გვქონდეს ეჭვი, რომ ამის იქეთ გაწეული სამედიცინო მომსახურება სათანადო სტანდარტის არ იქნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.










