„ლეიბორისტების” ლიდერი შალვა ნათელაშვილი საქართველოში მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრად დაბრუნება გამორიცხავს.
მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტის მიერ დაბრუნების შესახებ განცხადება მის პარტიულ აქტივზეა გათვლილი და ამით სააკაშვილი „ნაცმოძრაობის” მხარდამჭერების შეკვრას ცდილობს.
„მან დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა, რაც ავტომატურად გამორიცხავს მის პრემიერობას. გარდა ამისა, მის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები და ეს იურიდიული საკითხები გამორიცხავს მის პრემიერ მინისტრობას”, – განაცხადა ნათელაშვილმა.











