საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს დღეს მეორე მოსმენით განიხილავენ.
არსებული ინფორმაციით ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია ცვლილებებს მხარს არ უჭერს, თუმცა კანონპროექტს მმართველი გუნდის სრული მხარდაჭერა ექნება.
ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა დაჩქარებული წესით უნდა მიიღოს, პარტიების დაფინანსების ახალ მოდელსაც გულისხმობს, რომელიც პირდაპირ იქნება დამოკიდებული მიღებული ხმების რაოდენობაზე.











