საარჩევნო სისტემა და საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტება საექსპერტო საკითხი არ არის, ეს პოლიტიკური საკითხია, თუკი პარტიებს აქვთ შენიშვნა, მათ ჯიბეში უდევთ მანდატი, შეუძლიათ პარლამენტში შემოვიდნენ და საკუთარი მოსაზრებები გაგვიზიარონ, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა განაცახდა.
“ჩვენი დათქმაა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციაში წევრის დანიშვის უფლება იმ პარტიებს ექნება, რომელიც საბოტაჟის რეჟიმიდან საპარლამენტო მუშაობის რეჟიმში გადავა და პარლამენტში შევა. ამასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებს საკუთარი კრიტიკული მოსაზრება აქვს. ეს გასაგებია, მაგრამ როგორც საარჩევნო სისტემა, ასევე ადმინისტრაციების დაკომპლექტება არის როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური საკითხი, ამიტომ მასზე შეთანხებას სხვა ფორმატი სჭირდება – პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა თქვან, რომ პარლამენტში შემოდიან და იღებენ მანდატს, რომელიც მათ აქვთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს პაპუაშვილმა.










