ის საბავშვო ბაგა-ბაღები, რომელთა შენობებშიც საარჩევნო უბნებია განთავსებული, 28 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით, არ იმუშავებენ. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.
საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, არჩევნების მეორე დღეს, 2 ნოემბერს ყველა ასეთ ბაღში ჩატარდება მასშტაბური სადეზინფექციო სამუშაოები.
თბილისში ამჟამად, 183 საბავშვო ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს, რომელთაგან 104-ში საარჩევნო უბნებია განთავსებული.
ამასთან, დღეს ცნობილი გახდა, რომ სკოლებში, რომლებშიც საარჩევნო უბნებია განთავსებული მომავალი კვირის ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს სწავლა დისტანციურად იქნება.











