ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით საბჭო ეტაპობრივად ყველა ეკონომიკურ აქტოვობაზე იმსჯელებს. ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.
„უბრალოდ, ლოგიკური და გასაგები მიზეზების გამო, სოციალური ღონისძიებები ამ შემთხვევაში არის განსაკუთრებით მაღალი რისკის მატარებელი, სტრუქტურულად, ფორმალურად მისი ფუნქციონირება არის ისეთი, რომ დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება, ვერ ხდება პირბადის გამოყენება, დაყოვნების ხარისხი ძალიან მაღალია, რაც მაღალი რისკია და შეიძლება გამოიწვიოს ეპიდსიტუაციის გაუარესება.
გარდა იმისა, რომ ეკონომიკურად აფასებს სახელმწიფო ამ პროცესს, ზრუნავს თითოეული ადამიანის სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზეც, რაც არის ფასდაუდებელი, რაც სოლიდარულად ყველამ უნდა გავითვალისწინოთ, დავაკვირდეთ ამ პროცესს და გაგებით მოვეკიდოთ,“ – განაცხადა ფერაძემ.











