საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავი – ბათუმში იუნკერთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და გარდაცვლილი მეომრები გაიხსენეს.
თორნიკე რიჟვაძის თქმით, 25 თებერვალი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მძიმე და ტრაგიკული დღეა.
„ამავე დროს არის ძალიან დიდი გმირობის და თავდადების დღე. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანმიმდევრული და პრინციპული პოლიტიკით მივაღწევთ ჩვენს ერთიან მიზანს, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის სრული თავისუფლება, დეოკუპაცია და ამ ყველაფერში ჩვენ ერთიანი ვართ და ერთიანია საზოგადოება“, – განაცხადა რიჟვაძემ.











