თბილისის მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზზე მოძრაობა აღდგა. ამის შესახებ ინფორმაციას მეტროპოლიტენი ავრცელებს.
შეგახსენებთ, დღეს, 18:53 საათზე, მეტროსადგურ „ტექნიკურ უნივერსიტეტში“ დაკვამლიანების გამო მოძრაობა შეწყვეტილი იყო.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სასწრაფო და სახანძრო სამაშველო ბრიგადებიც იყვნენ მობილიზებული.











