სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ბრიტანულმა კომპანია Survation-მა საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც მაჟორიტარულ ოლქებში წინასაარჩევნო განწყობებს ეხებოდა.
კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარული ოლქში შედეგები ასე გადანაწილდა:
პაატა კვიჟინაძე (ქართული ოცნება) – 80,5%
გიორგი კაპანაძე (ნაციონალური მოძრაობა) – 7,5%
გიორგი კასრაძე (პატრიოტთა ალიანსი) – 4,6%
როსტომ ცარციძე (თავისუფალი საქართველო) – 3,0%
სერგო რატიანი (ევროპული საქართველო ) – 2,5%
ანი მიროტაძე (ლელო) – 1,3%
ინგა ზაბახიძე (დამოუკიდებელი კანდიდატი) – 0,6%
სხვა მაჟორიტარობის კანდიდატი – 0,0%
კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის ოლქში პასუხები ასე გადანაწილდა:
ქართული ოცნება – 87,7%
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 7,2%
პატრიოტთა ალიანსი – 3,0%
ევროპული საქართველო – 1,1%
ლეიბორისტული პარტია – 1,0%
ერთიანი საქართველო – 0,0%
გირჩი – 0,0%
თავისუფალი დემოკრატები – 0,0%
გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი – 0,0%
ლელო – 0,0%
სხვა – 0,0%
საველე სამუშაოები ჩატარებულია 2020 წლის 12-15 სექტემბერს. გამოიკითხა 1800 რესპონდენტი ექვს მაჟორიტარულ ოლქში. ესენია: ვაკის, გლდანის, რუსთავის, ფოთი-ხობი-სენაკის, მცხეთა-დუშეთი-ყაზბეგი-თიანეთის და საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის ოლქები.











