სამხრეთ აფრიკის 13 ქვეყანაში 45 მილიონამდე ადამიანს საკმარისი საკვები არ აქვს, – ამის შესახებ Aljazeera სამხრეთ აფრიკის განვითარების საზოგადოების (SADC) ანგარიშზე დაყრდნობით წერს.
საკვების ნაკლებობის მიზეზი გვალვა, წყალდიდობა და ახალი კორონავირუსის პანდემიაა.
ამავე ანგარიშის თანახმად, 2020 წელს ამ რეგიონში 8.4 მილიონი ბავშვი განიცდის საკვების ნაკლებობას, მათგან 2.3 მილიონი ბავშვის სიცოცხლეს კი, ამის გამო, შესაძლოა, საფრთხეც შეექმნას.
SADC-ის წევრ ქვეყნებს შორის, ახალმა კორონავირუსმა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა ყველაზე მეტად დააზარალა. აქ ინფიცირების 450 ათასამდე შემთხვევა გამოვლინდა და 7 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.