ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, იმედს გამოთქვამს, რომ წინა წლის მსგავსად, წელსაც დადგება ეკლესია ხალხის გვერდით.
მისივე თქმით, საეკლესიო დღესასწაულების წინ, დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პატრიარქთან, ილია მეორესთან.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ როგორც შარშან იდგა ეკლესია საეკლესიო დღესასწაულებზე ხალხისა და მთავრობის გვერდით, წელსაც დიდი იმედი გვქვს მათი მხარდაჭერის. საეკლესიო დღესასწაულების წინ, დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პატრიარქთან, ილია მეორესთან“, – განაცხადა ეკატერინე ტიკერაძემ.











