fbpx
21/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია მხარს უჭერს ჩვენს სტრუქტურულ რეფორმებს – მაჭავარიანი

14:11 ნოემბერი 11, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
779
ნახვა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია კოვიდ 19-ის ნეგატიური გავლენების შესამცირებლად  მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს წარმატებულად აფასებს და მხარს უჭერს ჩვენს სტრუქტურულ რეფორმებს, – აღნიშნავს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი სსფ-ის მიერ გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის მეშვიდე მიმოხილვის დასრულებასთან დაკავშირებული  ანგარიშის შეფასებისას.

მისი თქმით, ფონდის მისია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობამ გადადგა დროული და სწორი ნაბიჯები კოვიდ-19-ის ნეგატიური გავლენების მაქსიმალურად შესამცირებლად.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მთავრობის მაკროეკონომიკურ პოლიტიკას, რომელმაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მიღებულ მხარდაჭერასთან ერთად, საშუალება მოგვცა შეგვენარჩუნებინა ფისკალური სექტორის მდგრადობა. ფონდის მისია აღნიშნავს, რომ ბიუჯეტის თანაბარზომიერმა შესრულებამ, ხელი შეუწყო სახელმწიფო ინვესტიციების და დღგ-ს დაბრუნების დაჩქარებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სსფ მიესალმება და მხარს უჭერს ჩვენს სტრუქტურულ რეფორმებს, რომლებიც მიუხედავად გამოწვევებისა, აუცილებლად უნდა გაგრძელდეს,“ – აღნიშნავს ივანე მაჭავარიანი.

ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, ფინანსთა მინისტრი განმარტავს, რომ 2021 წელს ქვეყნის ეკონომიკა დაიწყებს ზრდას და საშუალოვადიან პერიოდში, საქართველოს ექნება ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი.

„მომავალი წლიდან ჩვენ გავაგრძელებთ მნიშვნელოვან ფისკალურ სტიმულირებას, ასევე, გაგრძელდება ღონისძიებები როგორც სოციალური, ისე ბიზნესის მხარდაჭერის  მიმართულებით. ჩვენ გვაქვს ყველა შესაძლებლობა, საქართველოში შენარჩუნდეს სტაბილური ეკონომიკური გარემო და ეკონომიკის აღდგენა დაიწყოს, რაც შეიძლება სწრაფად,“ – განაცხადა მან.

ცნობისთვის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შემფასებელმა მისიამ ვირტუალურ ფორმატში მერსედეს ვერა მარტინის ხელმძღვანელობით იმუშავა მიმდინარე წლის 5 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით. გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის მეშვიდე მიმოხილვის სსფ-ის აღმასრულებელ საბჭოზე  დამტკიცების შემდეგ, საქართველო დამატებით მიიღებს, დაახლოებით, 112.1 მლნ აშშ დოლარს ფინანსური მხარდაჭერის სახით.

თეგები: Covid-19ივანე მაჭავარიანი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ახალი რეგულაციების შემოღება არ იგეგმება – თამარ გაბუნია

ივლისი 22, 2021
895
ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანი კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს“ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა

ივნისი 10, 2021
773
მთავარი ამბავი

ივანე მაჭავარიანი კლინიკაში გადაიყვანეს

აპრილი 5, 2021
1.1k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია