„ერთი მერცხლის მოსვლა გაზაფხულს ვერ მოიყვანს. აუცილებელია სხვა ოპოზიციური ჯგუფის მხრიდან გადაწყვეტილების მიღება”,-ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა და აღნიშნა, რომ ის საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს.
“მე ანგარიშს ვუწევ ჩემი ოპოზიციონერი კოლეგების აზრს, რომ ფუჭი დროის ხარჯვა მიაჩნიათ ამ კომისიაში მონაწილეობა, შესაბამისად, არც მე მივიღებ მონაწილეობას,“ – განაცხადა მანჯგალაძემ.









