fbpx
10/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების“ ლიდერები არიან თანამდებობრივ ტრფობასა და ხიბლში – პაატა მანჯგალაძე

18:06 დეკემბერი 18, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
786
ნახვა

“სამწუხაროა, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების“ ლიდერები არიან თანამდებობრივ ტრფობასა და ხიბლში და ვერ გრძნობენ იმ რეალურ პრობლემებს, რომელიც არის ქვეყანაში”,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.

„მათ არ უნდა დაავიწყდეთ, ისინი წარმოადგენენ ქვეყანას, საიდანაც ახალგაზრდები გარბიან და მოხუცები იხოცებიან ყოველდღიურად კოვიდით, ასეთი ქვეყნის პრემიერ-მინისტრია ღარიბაშვილი და ამ ტონში საუბარი საკუთარ მოსახლეობასთან მე მგონი არასწორია, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ასობით ათასი ადამიანი გავიდა ბოლო 4 წლის განმავლობაში ქვეყნიდან, 70 ათასამდე ადამიანი გადის საშუალოდ ყოველწლიურად, 30 მილიარდს გადააჭარბა საგარეო ვალმა, 50%-ით არის გაზრდილი ბოლო 2 წელიწადში სურსათზე, მათ შორის პურსა და შაქარზე ფასები, ინფლაცია არის 12%-იანი, გარდაცვლილთა მსოფლიში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გვაქვს კოვიდით და ასეთი ქვეყნის პრემიერი თავს უფლებას აძლევს დამრიგებლური, ამპარტავნული ტონით გველაპარაკოს ოპოზიციასა და საკუთარ მოსახლეობას.

ეს ოპოზიციაც ამ ქვეყნის ნაწილია, არავინ არავისზე ნაკლებ პატრიოტი არ არის, მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ირაკლი ღარიბაშვილს, რომ როცა ასეთი რეალობა გაქვს ქვეყანაში, როცა ხალხი ყოველ დღე გარბის და ცდილობს წავიდეს ამ ქვეყნიდან, თვითონ უნდა იყოს დაინტერესებული, რომ გამონახოს საერთო ენა ხალხთან, მათ ავიწყდებათ, რომ მათ პრობლემა არ აქვთ პოლიტიკურ პარტიებთან, არამედ ხალხთან და ეს დაადასტურა ბოლო ორმა არჩევნებმა, სადაც 1 100 000 ადამიანმა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მისცა ხმა. არანაირი დასაბუთება და ლეგიტიმაცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნას, მით უმეტეს „ქართული ოცნების“ ფონზე ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობას არ გააჩნია, იმიტომ, რომ არც ირაკლი ღარიბაშვილი და არც ირაკლი კობახიძე არავის არ აურჩევია პირდაპირ,“- განაცხადა მანჯგალაძემ.

თეგები: პაატა მანჯგალაძე

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

სააკაშვილი საკუთარი განცხადებებით ეხმარება “ქართულ ოცნებას” – პაატა მანჯგალაძე

სექტემბერი 7, 2021
782
პოლიტიკა

უსუსურია განცხადებები, რომ “ოცნებამ” სასამართლო რეფორმა დაასრულა საქართველოში, ამას არავინ არ ჭამს – პაატა მანჯგალაძე

ივლისი 17, 2021
789
პოლიტიკა

ცესკოს თავმჯდომარესთან დაკავშირებით, არჩევანი არ დაგვიტოვა მმართველმა პარტიამ – პაატა მანჯგალაძე

ივლისი 15, 2021
798

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია