აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კრიტიკულ გზავნილებს, სადაც ნათქვამია, რომ პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების დამტკიცება ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმებას, პოლიტიკოსები ეხმაურებიან.
როგორც სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, ხელისუფლების მხრიდან საუბარი იმაზე, რომ “ქართულმა ოცნებამ” სასამართლო რეფორმა დაასრულა უსუსურობის ნიშანია.
“სავალალო მდგომარეობაში არიან, უსუსურია ის განცხადებები, თითქოს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს ვიღაცა ჩინოვნიკები არასწორ ინფორმაციას აწვდიან და “ქართულმა ოცნებამ” სასამართლო რეფორმა დაასრულა საქართველოში, და სრული უფლება აქვს დანიშნოს უვადოდ მოსამართლები. ეს არის აბსურდი, თვალში ნაცრის შეყრა ჩვენი მოქალაქეებისთვის, და რა თქმა უნდა, ამას არავინ არ ჭამს,” – განაცხადა მანჯგალაძემ.








