“სამწუხაროა, რომ ცესკო-ს თავმჯდომარესთან დაკავშირებით არჩევანი არ დაგვიტოვა მმართველმა პარტიამ”,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯაგალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„სამწუხაროა, რომ ცესკო-ს თავმჯდომარესთან დაკავშირებით არჩევანი არ დაგვიტოვა მმართველმა პარტიამ. პრეზიდენტმა შემოგვთავაზა ისეთი კანდიდატურები, რომლებიც ნდობას ვერ იმსახურებს, ისინი არიან ცესკო-ს მოქმედი თანამშრომლები და ისინი ვერ გამოვლენ ბუნებრივია, იმ გავლენიდან, რაც ცესკოშია. წევრებთან დაკავშირებით გვაქვს მეტ-ნაკლები არჩევანი და საბოლოო პოზიციას ჩამოვაყალიბებთ მას შემდეგ, რაც კითხვებზე მოვოსმენთ მათ პასუხებს“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
პარლამენტი ცესკო-ს თავმჯდომარისა და ორ ე.წ. პროფესიონალი წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატების მოსმენას იწყებს. პროცესი დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დაიწყო.










