„საგარეო საქმეთა სამინისტრო სხვა უწყებებთან ერთად მყისიერად ჩაერთო საქართველოს მოქალაქეების ავღანეთიდან გამოყვანის სამუშაო პროცესში.“ – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ავღანეთში კერძო კონტრაქტორად მყოფი საქართველოს მოქალაქეები საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარების თხოვნით დღეს დაუკავშირდნენ.
„საგარეო საქმეთა სამინისტრო სხვა უწყებებთან ერთად მყისიერად ჩაერთო საქართველოს მოქალაქეების ავღანეთიდან გამოყვანის სამუშაო პროცესში. კომუნიკაცია დამყარდა როგორც პარტნიორ ქვეყნებთან, ასევე დამსაქმებელ კომპანიასთან. მათ შორის, ამჟამადაც ვიმყოფებით აქტიურ კომუნიკაციაში უკრაინულ მხარესთან, რათა მოხდეს მათი საჰაერო ბორტით ჩვენი მოქალაქეების ევაკუაცია ავღანეთიდან, რისთვისაც ქართული მხარე დიდ მადლობას უხდის უკრაინის საგარეო უწყებას.“ – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
შეგახსენებთ, დაჯგუფება „თალიბანის“ წევრებმა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში შესვლა დაიწყეს. BBC -ის ცნობით, დაჯგუფების წევრები ქალაქში სხვადასხვა მიმართულებიდან შედიან. დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა.











