ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად ღაზაში მდებარე ერთადერთი ლაბორატორია, სადაც კორონავირუსზე ტესტირებას ატარებდნენ, განადგურებულია.
ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ღაზაში კოვიდ ტესტების დადებითობის მაჩვენებელი მსოფლიოში ყველაზე მაღალია და 28%-ს შეადგენს.
გამოცემის ინფორმაციით, საჰაერო დარტყმების შედეგადად კატარის წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის ოფისიც დაზიანდა.
ისრაელის შექმნა და „კატასტროფა“ – ისტორიული კონფლიქტი პალესტინასთან (მიმოხილვა)











