fbpx
22/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

საია და EMC ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის შეფარდებას ეხმიანებიან

13:49 თებერვალი 18, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
796
ნახვა

საია და EMC ნიკა მელიას მიმართ საპატიმრო ღონისძიების შეფარდებას კრიტიკულად აფასებენ და მიიჩნევენ, რომ ეს გადაწყვეტილება აჩვენებს შერჩევითი, პოლიტიკურად ნაკარნახევი მართლმსაჯულების ნიშნებს. ორგანიზაციები მოუწოდებენ პოლიტიკურ ლიდერებს, დაიწყონ კონსტრუქციული ნაბიჯების გადადგმა ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსაყვანად და თავიდან აიცილონ საზოგადოების პოლარიზაცია, ვითარების კიდევ უფრო რადიკალიზება და ძალადობრივ რეჟიმში გადაყვანა.

„სამწუხაროდ, 20-21 ივნისის მოვლენები დღემდე არ არის სახელმწიფოს მიერ ეფექტიანად გამოძიებული და არ არის დადგენილი სამართალდამცავების, მათ შორის ხელმძღვანელი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობა მანიფესტანტების წინააღმდეგ დისპროპორციული, დაუსაბუთებელი ძალის გამოყენებისთვის. ამ მოვლენებიდან თითქმის 20 თვის გასვლის მიუხედავად, დღემდე არ არის გამოკვეთილი, ვინ იღებდა გადაწყვეტილებებს საპოლიციო შენაერთების მართვასა და კონკრეტული იძულების ღონისძიებების გატარების თაობაზე. პროკურატურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია შსს-ს მხოლოდ 3 თანამშრომლის მიმართ. სამწუხაროდ, დაშავებულ პირთა უმრავლესობას პროკურატურა ამ დრომდე დაუსაბუთებლად არ ანიჭებს დაზარალებულის სტატუსს. მათ შორის, საიას დაცვის ქვეშ მყოფი 27 დაზარალებულიდან (აქედან 11 ჟურნალისტია) ამ დროისთვის სტატუსი მხოლოდ 3-ს აქვს მინიჭებული.

ნიკა მელიას მიმართ მიმდინარე საქმის ქრონოლოგია და განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ გადაწყვეტილებები საქმეზე მიიღება პოლიტიკური მიზანშეწონილობის მიხედვით, რაც პროკურატურისა და მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიზნებით გამოყენების კიდევ ერთი გამოცდილებაა“, – აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში, რომლის თანახმადაც კითხვები ჩნდება იმასთან დაკავშირებითაც, რამდენად დასაბუთებულად იყო ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება.

„17 თებერვალს გამართულ პროცესზე, საქმის პროკურორის მთავარი არგუმენტი, თუ რატომ უნდა იყოს გამოყენებული ბრალდების მიმართ პატიმრობა, იყო ნიკა მელიას დემონსტრაციული დაუმორჩილებლობა მანამდე მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიებების პირობებისადმი. თუმცა, პროკურორს არ წარმოუდგენია კონკრეტული მტკიცებულებები, რომლებიც დაამკაყოფილებდა ქართული კანონმდებლობით პატიმრობის გამოყენების წინაპირობებს. კერძოდ, პროკურორს არ უჩვენებია, რომ 1. არსებობს ბრალდებულის მიმალვის და ამ გზით მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლის; 2. მის მიერ მტკიცებულების მოპოვებისთვის ხელის შეშლის, 3. ან ახალი დანაშაულის ჩადენის რისკები“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელშიც საუბარია ასევე საქმის პოლიტიკურ მხარეზე. კერძოდ, განცხადების მიხედვით, საქმე კიდევ ერთხელ აჩვენებს წამყვანი პოლიტიკური ძალების უუნარობას, შექმნან დემოკრატიული, კონსტრუქციული დიალოგი.

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”და “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა და გამოიყენოს ყველა ზომა პოლიტიკური კრიზისის მოლაპარაკების გზით გადაჭრისა და პროცესების დეესკალაციის მიზნით. ორგანიზაციები მიმართავენ ხელისუფლებას, უზრუნველყოს 2019 წლის 20 ივნისს ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევების ეფექტიანი გამოძიება და შესაბამისი პირების, მათ შორის, აქციის დაშლაზე პასუხისმგებელი ხელმძღვანელი პირების დასჯა.

ორგანიზაციების მიმართვის ადრესატები არიან ასევე პოლიტიკური პარტიები და სამართალდამცავი უწყებები. ამ უკანასკნელს საია და EMC მიმართავენ, არ გამოიყენონ ძალისმიერი მეთოდები ნიკა მელიას საქმეზე, რაც მათი შეფასებით, კიდევ უფრო დაამძიმეს შექმნილ სიტუაციას და შეამცირებს მათ მიმართ საზოგადოებრივ ნდობას.

17 თებერვალს ღამით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ნიკა მელიას ადრე შეფარდებული აღკვეთის ზომა – გირაო პატიმრობით შეუცვალა.

დღეს დილით, „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში მივიდნენ შსს-ს თანამშრომლები. მათ შენობაში შესვლის შესაძლებლობა არ მისცეს მელიას მხარდამჭერებმა. გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ შსს-მ განაცხადა, რომ “ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო”.

თეგები: ნიკა მელიანიკა მელიას საქმე

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ნიკა მელია სუს-ში დაიბარეს

დეკემბერი 4, 2021
816
პოლიტიკა

სააკაშვილი ვერასოდეს იპოვის სამართალს, რადგან სამართლიანი სასამართლო არ არსებობს და არც არსებობდა – ნიკა მელია

ნოემბერი 26, 2021
793
პოლიტიკა

რაც უფრო მეტ ასეთ სისულელეს გააკეთებენ, მით უფრო სწრაფად დასრულდებიან – ნიკა მელია

ნოემბერი 26, 2021
1.5k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია