fbpx
05/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

საია: მარიანა ჩოლოიანის ადვოკატს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს

17:05 ოქტომბერი 6, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1k
ნახვა

„გვინდა საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მარიანა ჩოლოიანის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის მიერ გავრცელებული ფაქტები საქმეში არსებულ მტკიცებულებებს არ ეყრდნობა,“ – ამის შესახებ აქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათივე განმარტებით, არასწორად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლუკა სირაძე როგორც დედის, ასევე ძმის მხრიდან აგრესიის მსხვერპლი იყო.

„დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მარიანა ჩოლოიანის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გაავრცელა არასწორი ფაქტები, რითაც საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანას შეეცადა. ადვოკატი ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ ლუკა სირაძის თვითმკვლელობა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედებამ გამოიწვია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2020 წლის 07 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ლუკა სირაძის საქმეზე ბრალდებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და მას 3 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მარიანა ჩოლოიანს პროკურატურა ამ ეტაპზე ჩვენების მიცემის იძულებას ედავება (სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება).  შესაბამისად, ამ დროისათვის სასამართლოში არ განიხილება ლუკა სირაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტი. ამდენად, სასამართლო არ იკვლევს, ლუკა სირაძის გარდაცვალების მიზეზებს. ამის მიუხედავად, სხვადასხვა მედია საშუალებებში მარიანა ჩოლოიანის დაცვის მხარის მიერ არაერთხელ გაჟღერდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ლუკა სირაძე გარდაცვალების მომენტში იმყოფებოდა ნარკოტიკული თრობის ქვეშ, რაც მათივე განმარტებით, დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმის მასალებითა და ექსპერტიზის დასკვნით. ასევე, არასწორად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლუკა სირაძე როგორც დედის, ასევე ძმის მხრიდან აგრესიის მსხვერპლი იყო.

გვინდა საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მარიანა ჩოლოიანის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის მიერ გავრცელებული ფაქტები არ ეყრდნობა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია ექსპერტიზის ორი დასკვნა. დასკვნების თანახმად, გარდაცვალების დღეს ლუკას ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე არსებულ სისხლში, ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ასფალტის ზედაპირიდან ამოღებულ სისხლში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები. მეორე ექსპერტიზის ფარგლებში ლუკას სისხლის ნიმუშის აღება მოხდა მისი სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნისას. დასკვნაში აღნიშნულია, რომ სისხლში აღმოჩნდა მხოლოდ ნარკოტიკული საშუალება მორფინი და ფსიქოტროპული ნივთიერებები დიაზეპამი და ნორდაზეპამი, რომლებიც მას სამედიცინო დანიშნულებით გაუკეთდა კლინიკაში მიყვანის შემდგომ. სასამართლო სხდომაზე აღნიშნული პრეპარატების სამედიცინო დანიშნულებით გამოყენებასთან დაკავშირებით ჩვენება სასამართლოს სპეციალური ცოდნის მქონე პირმაც მისცა. ექსპერტიზის დასკვნით ასევე უარყოფითია პასუხი ალკოჰოლურ თრობასთან დაკავშირებით.

აშკარაა, რომ მცდარი ფაქტების გავრცელებით, ადვოკატი გაგი მოსიაშვილი საზოგადოებაში ლუკა სირაძის და მისი ოჯახის მიმართ ნეგატიური განწყობის ფორმირებას და ამ გზით საკუთარი კლიენტის  ინტერესების დაცვას ცდილობს. საია მიიჩნევს, რომ ადვოკატის მოქმედება ეწინააღმდეგება ადვოკატის ეთიკის ნორმებს. კლიენტის ინტერესების დასაცავად ადვოკატის მოქმედებები უნდა შეესაბამებოდეს კანონმდებლობას და ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსს. საია მოუწოდებს გაგი მოსიაშვილს, შეწყვიტოს მცდარი ფაქტების გავრცელება და იმოქმედოს კანონის და ადვოკატის ეთიკის ნორმების შესაბამისად,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, მარიანა ჩოლოიანის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ლუკა სირაძე გადმოვარდნის დროს ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იყო.

შეგახსენებთ, 15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

თეგები: ლუკა სირაძე

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ლუკა სირაძე გადმოვარდნის დროს ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იყო – ადვოკატი

ოქტომბერი 6, 2020
2.3k
საზოგადოება

ერთ ადამიანზე სისტემის ჯოხის გადატეხვა არასწორია – მეუფე ნიკოლოზმა მარიანა ჩოლოიანი საპატიმროში მოინახულა

ივლისი 18, 2020
831
საზოგადოება

თვითმკვლელისთვის არ შეიძლება არანაირი ლოცვა – მეუფე ნიკოლოზი ლუკა სირაძის საქმეზე

ივლისი 18, 2020
984

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია