„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმეზე ეკა ბესელიას ინტერესებს დაიცავს.
საია საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს, დროულად იქნას გამოძიებული ეკა ბესელიას საქმე და მიეცნენ პასუხისგებაში ის ადამიანები, რომლებიც ჩართულები იყვნენ აღნიშნული კადრების შექმნასა და გავრცელებაში.
ცნობისთვის, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები 2019 წლის იანვარში ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა.











