ყირიმი უკრაინაა – ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ გაავრცელა.
„ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთს, სრული კონტროლი დაუბრუნოს უკრაინას ყირიმზე“,- ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფება.











