fbpx
13/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

სახელმწიფოსა და ეკლესიის ძლიერების სადარაჯოზე იდგება ქართველი ხალხი და მის მიერ არჩეული ხელისუფლება – კობახიძე

17:51 თებერვალი 12, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
821
ნახვა

ქართულმა სახელმწიფომ და ეკლესიამ საუკუნეების მანძილზე გაუძლეს უამრავ შიდა თუ გარე მტერს, მათ შორის ცარიზმსა და ბოლშევიზმს და ცხადია, რომ თანამედროვე ხელმოცარული ნეობოლშევიკები მათ ვერაფერს დააკლებენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, სახელმწიფოსა და ეკლესიის ძლიერების სადარაჯოზე იდგება ქართველი ხალხი და მის მიერ არჩეული ხელისუფლება.

„ქართლად ფრიადი ქუეყანაი აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების“ – ამ სიტყვებით განმარტა გიორგი მერჩულემ ჯერ კიდევ X საუკუნეში ჩვენი ქვეყნის იდენტობა, რომელიც სამ ძირითად საყრდენს ეფუძნება. ცხრა საუკუნის შემდეგ, ილია ჭავჭავაძემ ეს იდენტობა კიდევ უფრო ლაკონურად, სამი სიტყვით გამოხატა – მამული, ენა, სარწმუნოება.

ძალიან მძიმე სანახავი და მოსასმენია, თუ როგორ ებრძვიან კონკრეტული ძალები, ჩვენივე თანამემამულეები ჩვენი ქვეყნისა და ერის იდენტობის ამ სამ მთავარ საყრდენს, ზუსტად ისევე, როგორც გასული საუკუნის დასაწყისში ქართველი ბოლშევიკები, პროგრესულობის ყალბი სარჩულით, ებრძოდნენ მამულს, ენასა და სარწმუნოებას.

თანამედროვეობის ბოლშევიკები არიან ადამიანები, რომლებმაც გაასხვისეს ჩვენი ქვეყნის ორი ისტორიული კუთხე, ასხვისებდნენ დავით გარეჯს, დღეს კი ამ ყველაფრის თანამონაწილეობაში ბრალდებულებს გმირებადაც კი რაცხავენ. თანამედროვე ბოლშევიკები არიან ადამიანები, რომლებიც მიზანმიმართულად შეურაცხყოფენ ქართულ ენას და ამკვიდრებენ ბილწსიტყვაობას, როგორც ამ შეურაცხყოფის ყველაზე მძიმე ფორმას. თანამედროვე ბოლშევიკები არიან ადამიანები, რომლებიც ყველაზე უკადრებელი შინაარსითა და ფორმით მტრობენ და შეურაცხყოფენ დედა ეკლესიას და მის წინამძღოლს.

განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ თუ ბოლშევიკები საუკუნის წინ ამ ყველაფერს, ძირითადად, თოფითა და უროთი აკეთებდნენ, მამულის, ენისა და სარწმუნოების წინააღმდეგ თანამედროვე ბოლშევიკების მთავარი იარაღი სიტყვაა – შეურაცხყოფითა და სიცრუით გაჯერებული სიტყვა.

მძიმედ შემაშფოთებელი გუშინდელი ცნობილი ეთერი სახელმწიფოსა და ეკლესიის მტრობის კიდევ ერთი თვალსაჩინო გამოხატულება იყო. დარწმუნებული ვარ, ყველა იმ პოლიტიკურ ძალასა და მის კუთვნილ მედიასაშუალებას, რომელიც სახელმწიფოსა და ეკლესიის მტრობის საქმეში ასეთი მძიმე ფორმით არის ჩართული, ქართველი ხალხი საკადრისად შეაფასებს.

ქართულმა სახელმწიფომ და ეკლესიამ საუკუნეების მანძილზე გაუძლეს უამრავ შიდა თუ გარე მტერს, მათ შორის ცარიზმსა და ბოლშევიზმს და ცხადია, რომ თანამედროვე ხელმოცარული ნეობოლშევიკები მათ ვერაფერს დააკლებენ. სახელმწიფოსა და ეკლესიის ძლიერების სადარაჯოზე იდგება ქართველი ხალხი და მის მიერ არჩეული ხელისუფლება, როგორც ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადობის გარანტი,“ – წერს ირაკლი კობახიძე.

თეგები: ირაკლი კობახიძე

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე „ნაცმოძრაობაზე“: უმძიმესი ავტორიტარული რეჟიმი, ადამიანების წამება, ბიზნესის რეკეტი – ეს ყველაფერი ნამდვილად აკლია ისტორიის სახელმძღვანელოს

დეკემბერი 7, 2021
771
პოლიტიკა

სააკაშვილი იმდენ ტყუილს ამბობს, არ ვიცი რა დავარქვა, „პინოქიო“ ან „ბურატინო“ უფრო მოუხდება – ირაკლი კობახიძე 

ნოემბერი 30, 2021
805
პოლიტიკა

საერთაშორისო პარტნიორის სურვილია, მოხდეს პოლარიზაციის ხარისხის შემცირება – ირაკლი კობახიძე

ნოემბერი 24, 2021
783

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია