საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ნიკა მელიას სარჩელი (“ნიკანორ მელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”), რაც გულისხმობს დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეჩერების – არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საკუთარ ვებგვერდზე წერს.
საკონსტიტუციო სასამართლოს მიიჩნევს, რომ ნიკა მელიასთვის პარლამენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა კონსტიტუციური იყო.
საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ
საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მიზნებისათვის, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა გულისხმობს საქმეზე პირის დამნაშავეობის შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ განაჩენს და ნიკანორ მელიასათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ დადგენილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს
პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო მანდატი 2019 წლის 12 დეკემბერს შეუწყვიტა. მელიასთვის დეპუტატობის შეწყვეტას ხმა 88 დეპუტატმა მისცა.










