ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰერცელი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები და საარჩევნო რეფორმა შეთანხმებული თანამშის წესებით უნდა იქნეს მიღებული.
„ეს არის ნიშანი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მის ფარგლებს გარეთ, მთელი მსოფლიოსთვის. როცა საქმე საკონსტიტუციო ცვლილებებს, საარჩევნო რეფორმას, ეხება, საუკეთესო პრაქტიკები გვთავაზობს, რომ ის რაც შეიძლება ფართო მხარდაჭერის საფუძველზე უნდა განხორციელდეს, რათა ეს იყოს იმის ნიშანი, რომ თამაშის წესები შეთანხმებულია,“ – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
კარლ ჰარცელი აქტიურად იყო ჩართული ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებსა და 8 მარტის შეთანხმებაში.










