პარტია “კანონი და სამართალის” თავმჯდომარის, თაკო ჩარკვიანის განცხადებით, გიორგი ვაშაძემ შარლ მიშელის შემოთავაზებულ დოკუმენტზე ხელის მოწერით საკუთარ თავთან მიცემული სიტყვა გატეხა.
“გვქონდა მემორანდუმი, სადაც საუბარი იყო პროკურორის თავისუფალ ინსტიტუციაზე, ასევე მოსამართლეებზე, ეს ყველფერი მე და გიორგი ვაშაძეს უკვე შეთანხმებული გვქონდა, რაც დოკუმენტში არ ჩანს. მან საკუთარ თავთან მიცემული სიტყვა გატეხა. ადამიანები თუ რაღაცას არ ასრულებენ, პირველ რიგში, თავის თავს არ უსრულებენ,”- განაცხადა პარტია “კანონი და სამართალის” თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი.
ცნობისთვის, “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის პოლიტიკური შეთანხმება შედგა – ორბელიანების სასახლეში შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთა ნაწილმა ხელი მოაწერა.
დოკუმენტს ხელს შემდეგი პოლიტიკოსები აწერენ : დავით ბაქრაძე, ალეკო ელისაშვილი, ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, ვახტანგ მეგრელიშვილი, სალომე სამადაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე, ხათუნა სამნიძე და გიორგი ვაშაძე.
“ქართული ოცნებიდან” დოკუმენტს ხელს შალვა პაპუაშვილი და არჩილ თალაკვაძე აწერს.










