მარტვილის ეპარქიაში, სალხინოს მამათა მონასტრის უკვე ყოფილი წინამძღვარი მამა დანიელ გვილავა მეუფე სტეფანესგან განკვეთის მოლოდინშია. თუმცა, სასულიერო პირი მონასტრის და ეპარქიის დატოვებას არ აპირებს.
ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ დასჯილ სასულიერო პირს, დანიელ გვილავას ვადა სწორედ დღევანდელ დღემდე მისცა.
დაპირისპირების მორიგი მიზეზი ეპარქიაში, ამჯერად სალხინოს მონასტრის ქონებაა. მეუფის მტკიცებით, მას მამები ქონების გადაბარების საშუალებას არ აძლევენ.
საუბარია ღვინის მარანზე და მონასტრის რეზიდენციის ქონებაზე.
დასჯილი სასულიერო პირები ამბობენ, რომ აღწერისთვის მზად არიან, ხოლო ქონების გადაბარებას ეწინააღმდეგებიან.
ავტორი: თეა შონია











