fbpx
20/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

მეუფე სტეფანემ ურჩობაში მყოფ იღუმენს ბოლო გაფრთხილება მისცა

19:59 მაისი 26, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
795
ნახვა

ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) გუშინ, 2021 წლის 25 მაისს, ურჩობაში მყოფ იღუმენ დანიელს (გვილავა) ბოლო გაფრთხილება მისცა. შესაბამისი ბრძანება ჭყონდიდის ეპარქიის Facebook გვერდზე დღეს გამოქვეყნდა.

აღნიშნულ ბრძანებას უცვლელად გაგაცნობთ:

ბოლო გაფრთხილება

ურჩობაში მყოფ იღუმენ დანიელს (გვილავა)

მამა დანიელ,

მოგმართავთ მამობრივი ზრუნვითა და თქვენი სულის ცხონებისათვის პასუხისმგებლობის გრძნობით.

გპატიობთ თქვენს მიერ პირადად ჩემდამი დღემდე გამოთქმულ ყველა შეურაცხმყოფელ სიტყვას და ქმედებას და ამავე დროს გთხოვთ შენდობას, თუ ნებსით ან უნებლიედ გამოვთქვი, ან მოვიმოქმედე რაიმე თქვენდამი პიროვნული შეურაცხყოფის სახით.

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი არ ცნობა და არ მოხსენიება ჭყონდიდელ მიტროპოლიტად, ვერ ჩაითვლება ჩემს პირად შეურაცხყოფად, არამედ ამით თქვენ შეურაცხყოფთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მის წმიდა სინოდს, რომელმაც გამომირჩია ჭყონდიდელ მიტროპოლიტად.

ამავე დროს, შეგახსენებთ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მოწყობილ ამბოხში მონაწილეობისთვის და სასულიერო პირისთვის შეუფერებელი საქციელისთვის, თანახმად მოციქულთა კრების 6; 39; 55; 58; მე-4 მსოფლიო კრების 4; 8; 18; ტრულის კრების 34; ორგზისი კრების 13 და 15 კანონებისა, თქვენ აგეკრძალათ მღვდელმსახურება 2021 წლის 4 აპრილის #6 ბრძანებით.

მიუხედავად იმისა, რომ არაერთგზის მოგიწოდეთ სინანულისკენ, თქვენ კვლავ განაგრძეთ ანტიკანონიკური ქმედებები, კერძოდ:

2021 წლის 6 აპრილს არ მიეცით საშუალება ჩემს მიერ, ხარების დღესასწაულის ჩასატარებლად გამოგზავნილ იღუმენ გრიგოლს (დარსალია) ხარების ლოცვის ჩატარების შესაძლებლობა სალხინოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში. მეტიც, მღვდელმოქმედების აკრძალვის მიუხედავად, კადნიერად ჩაატარებინეთ მღვდელმოქმედება-აკრძალულ მღვდელ-მონაზონ ლუკას (იბრაგიმოვი) და ბერ-დიაკონ პეტრეს (ღუდუშაური) ხარების ლოცვა 6 აპრილს, ხოლო მეორე დღეს, 7 აპრილს, სჯულის კანონის სრული უგულვებელყოფით, თავადაც ჩაატარეთ ხარების სადღესასწაულო მსახურება.

2021 წლის 21 აპრილს, თქვენ და თქვენმა მხარდამჭერებმა, ობსტრუქცია მოგვიწყვეთ, პირადად მე და ჩემ თანმხლებ პირებს და არ შეგვიშვით წირვის ჩასატარებლად სალხინოს იმავე ტაძარში.

2021 წლის 22 აპრილს, თქვენ და თქვენმა მხარდამჭერებმა, ვინმე კერძო პირის სალხინოს იმავე ტაძარში შესვლის გამო, დებოში ატეხეთ ტაძრის შიგნით და არ მიეცით ჩემგან გამოგზავნილ მღვდელმსახურებს საზოგადო ლოცვის ჩატარების საშუალება.

ამ და მსგავს უკეთურ ქმედებათა გამო, გაგაფრთხილეთ და სინანულისკენ მოგიწოდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ და თქვენთან ერთად უკანონოდ მოქმედი სხვა სასულიერო პირები უნდა განმეკვეთეთ სამღვდელო ხარისხიდან, თუმცა დაგინდეთ და 2021 წლის 24 აპრილს არ აღვასრულე ეს კანონიკური ქმედება.

ამის საპასუხოდ, იმის მაგივრად, რომ მოგენანიებინათ თქვენი, სასულიერო პირისთვის შეუფერებელი საქციელი, იქვე, თამაკონში, მას შემდეგ, რაც გამოვედი ტაძრიდან, ისევ მოგვიწყვეთ ობსტრუქცია და დაგვემუქრეთ დაპირისპირებით ბზობის დღესასწაულის აღნიშვნის დროს, სალხინოს მონასტრის ტერიტორიაზე, რაც აღასრულეთ კიდევაც მეორე დღეს.

2021 წლის 25 აპრილს დილის 10 საათზე, ბზობის დღესასწაულზე წირვის ჩასატარებლად მოსულს, თქვენ და თქვენმა მხარდამჭერებმა, გადამიკეტეთ ტაძარში მისასვლელი გზა, ჩაკეტეთ ალაყაფის კარი, ხოლო მონასტრის ეზოში შესასვლელ მცირე კარებში ისე ჩადექით, რომ შეუძლებელი იყო შიგნით შესვლა. ამან გამოიწვია თქვენგან დაპირებული დაპირისპირება და ჩხუბი, რაზეც პასუხისმგებლობა პირადად თქვენ და თქვენს მხარდამჭერებს გეკისრებათ.

უნდა ითქვას, რომ ამ ყველაფრის გამო, პასუხი მყისიერად არ მოგეთხოვათ, არც თქვენ და არც თქვენთან ერთად თავხედურად მოქმედ სასულიერო პირებს, იმ, ყველა კანონიერი ჩარჩოდან გასული მოქმედებების გამო, რაც ჩაიდინეთ ამ ხნის განმავლობაში. მოგეცით საშუალება ვნების შვიდეულისა და უფალ იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის მადლით, დაგენახათ თქვენი ქმედებების უკეთურობა და მოგენანიებინათ ჩადენილი დანაშაულებები ეკლესიისა და მრევლის წინაშე. თუმცა, როგორც ჩანს, თქვენ ამ ჩვენს დამნდობ დამოკიდებულებას და სინანულისკენ მოწოდებას, ჩვენს სისუსტედ აფასებთ და კვლავ განაგრძობთ ურჩობას და დაუმორჩილებლობას.

თქვენი დესტრუქციული ქმედებები კვლავ გაგრძელდა. ჩვენს მიერ ა.წ. 15 მაისს შექმნილმა საეპარქიო კომისიამ, რომელსაც ევალება ეპარქიის განკარგვაში არსებული საეკლესიო ქონების აღწერა და გადმობარება, ზედმეტი ხმაურის გარეშე ა.წ. 17 მაისს მოგთხოვათ სალხინოს მონასტერში არსებული ქონების აღწერა და გადმობარება, რაზეც თქვენ კატეგორიული უარი განაცხადეთ. კომისიამ, იმავე მოთხოვნით მეორე დღეს, 18 მაისს კვლავ მოგმართათ, თუმცა კვლავ უარი მიიღო. ამის შემდეგ, საჯაროდ მოგთხოვეთ მონასტერში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების აღწერა და გადმობარება. რაზეც კვლავ, ასევე საჯაროდ, უარი განაცხადეთ.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, იძულებული ვართ, თქვენი სამღვდელო ხარისხიდან განკვეთის გადაწყვეტილება მივიღოთ, თუ შაბათამდე, ა.წ. 29 მაისამდე არ გამოიჩენთ კეთილგონიერებას და არ დაემორჩილებით ჩვენს კანონიერ მოთხოვნებს, რაც უნდა გამოიხატოს დადიანების სასახლის, ღვინის სახლის, მონასტრის მარნისა და მოურავის სახლის გასაღებების გადმოცემაში, და აღწერისა და გადმობარების პროცესის ხელშეწყობაში.

მოგიწოდებთ კეთილგონიერებისაკენ და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისადმი, თქვენი სულისთვის მეტად საშიში, უაზრო დაუმორჩილებლობის შეწყვეტისაკენ.

ქრისტესმიერი სიყვარულით,

თქვენი სულისთვის მზრუნველი

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე“, – ვკითხულობთ წერილში.

თეგები: მეუფე სტეფანეჭყონდიდის ეპარქია

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

მეუფე სტეფანე ამბობს, რომ შერიგება მხოლოდ მონანიებითა და აღსარებით არის შესაძლებელი

დეკემბერი 19, 2021
1.8k
საზოგადოება

სასულიერო სკოლის პედაგოგების გაფიცვის ამბავი ჩვენი გადასაწყვეტია და თავად მივხედავთ – მეუფე სტეფანე 

ივნისი 1, 2021
796
საზოგადოება

სალხინოს მამათა მონასტრის ყოფილი წინამძღვარი მამა დანიელ გვილავა განკვეთის მოლოდინშია

მაისი 29, 2021
787

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია