სალხინოს სასულიერო გიმნაზიის სკოლის დირექტორი, თორნიკე პირტახია სალხინოს მონასტრიდან განკვეთილი ბერების კუთვნილი ტრაქტორით გადაადგილებისას ხევში ჩავარდა.
არსებული ინფორმაციით, სკოლის დირექტორი შემთხვევას უვნებელი გადაურჩა.
რაც შეეხება ტრაქტორს, მისი ამოყვანა ამ დრომდე არავის უცდია.
შემთხვევა 2 საათის წინ მოხდა.
ავტორი: თეა შონია











