„მოვუწოდებთ ყველა მოქალაქეს, რომელიც გრძელი რიგების მიუხედავად მივიდა არჩევნებზე, თუ თქვენ გუშინ ხმა მიეცით ცვლილებას, თქვენ გითხრეს, რომ ხართ უუფლებო ადამიანები და არარაობები“,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
„დღეს გავიღვიძეთ ახალ რეალობაში ბიძინა ივანიშვილმა ღამე დემოკრატია გააუქმა. მივმართავ, კომისიის წევრებს – ახლა მიმდინარეობს გაყალბებული არჩევნების შედეგების გაფორმება. ოპოზიციური პარტიებიდან კომისიაში წარმომადგენლებს სთხოვენ, ხელი მოაწერონ გაყალბებულ ოქმებს. მივმართავთ, ყველა კომისიის წევს, ხელი არ მოაწერონ არც ერთ ოქმს არავითარი ზეწოლისა და მუქარის შემთხვევაში.
ივანიშვილი ცდილობს, ბოლომდე მოიყვანოს მასზე დაკისრებული მისია – გზის გადაკეტვა ევროპისა და ნატოს-კენ. არავის ეგონოს, რომ გუშინდელი გაყალბება არის მხოლოდ პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობა. მოვუწოდებთ ყველა მოქალაქეს, რომელიც გრძელი რიგების მიუხედავად მივიდა არჩევნებზე, თუ თქვენ გუშინ ხმა მიეცით ცვლილებას, თქვენ გითხრეს, რომ ხართ უუფლებო ადამიანები და არარაობები“, – განაცხადა სამადაშვილმა.











