სამართალდამცავებმა მინსკში გამართული საპროტესტო აქციის დროს 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ბელარუსის შსს ავრცელებს.
არსებული ცნობით, კვირას მინსკში პრეზიდენტ ლუკაშენკოს გადადგომის მოთხოვნით 100 000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა.
ცნობისთვის, საპროტესტო აქციები მინსკის გარდა ქვეყნის 16 ქალაქში გაიმართა.











