მინსკში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მესამე ადამიანი გარდაიცვალა.
ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შემთხვევა 16 აგვისტოს დილის 3:20 წუთზე მოხდა და მას ავტოსაგზაო შემთხვევას უკავშირებს.
გარდაცვლილი არტიომ პარუკოვის ოჯახს უწყების მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის არ სჯერა.
შეგახსენებთ, ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები საპრეზიდენტო არჩევნებს მოჰყვა. გამოსვლები გვიან ღამით, მას შემდეგ დაიწყო, რაც წინასწარი დათვლის შედეგად ცნობილი გახდა, რომ ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 80 პროცენტი მიიღო, ხოლო სვეტლანა ტიხანოვსკაიამ – 10 პროცენტი.
არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად გამოსული მოსახლეობა პოლიციამ რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. ხალხის ნაწილი დაშავდა, ნაწილი პოლიციამ დააკავა. არტიომ პარუკოვი მესამე ადამიანია, ვინც ბელარუსში მიმდინარე აქციებს ემსხვერპლა.











