fbpx
12/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

„სამართლიანი არჩევნები“ წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს

11:20 ოქტომბერი 22, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
788
ნახვა

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მეხუთე შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ანგარიში მოიცავს 29 სექტემბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდსა და ცალკეულ მოვლენას, რომლის განვითარებაც 29 სექტემბრამდე დაიწყო და მონიტორინგის დროსაც მიმდინარეობდა, ან მის შესახებ მონიტორინგის ვადებში გახდა ცნობილი.

მათივე ცნობით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა: სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობის 9 ფაქტი; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარის 37 ფაქტი; მედიაზე ზეწოლის 2 ფაქტი; დამკვირვებლის საქმიანობისთვის ხელის შეშლის 1 ფაქტი; ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის 10 ფაქტი; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების 3 ფაქტი; ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების 18 ფაქტი; არაუფლებამისილი პირების საარჩევნო კაპმანიაში მონაწილეობის 16 ფაქტი; კამპანიაში რელიგიური ორგანიზაციების მონაწილეობის 3 ფაქტი; მასშტაბური საქველმოქმედო პროექტების 2 ფაქტი; სააგიტაციო მასალების დაზიანების შემთხვევები მთელს საქართველოში.

ორგანიზაციის შეფასებით, საარჩევნო გარემოს მთავარ გამოწვევად რჩება ამომრჩევლებზე, აქტივისტებსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე განხორციელებული ზეწოლის/მუქარის/ხელის შეშლის ფაქტები.

„აღსანიშნავია 21 ოქტომბერს „ტვ პირველის“ მფლობელის მიერ გავრელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მის მამას უცნობი პირები საქმიანობის შეწყვეტას სთხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მოკვლით დაემუქრნენ. დამატებით, „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად ტელეკომპანია „იმედის“ დირექტორი, ნიკა ლალიაშვილი აძლევდა მითითებებს ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტებს, როგორ გაეშუქებინათ საკითხი ისე, რომ მმართველი გუნდის ინტერესი არ დაზარალებულიყო.

ასევე, რიგ რეგიონებში, ოპოზიციის ადგილობრივი ორგანიზაციების თანამშრომლებმა და აქტივისტებმა უარი თქვეს პარტიებთან თანამშრომლობის გაგრძელებაზე, რადგან არ სურთ პრობლემები შეექმნათ ადგილობრივ ან/და ცენტრალურ ხელისუფლებასთან.

რეგიონებში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების სააგიტაციო შეხვედრებს ხშირად „ქართული ოცნების“ აქტივისტები, ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები ესწრებიან და შეხვედრებზე მყოფ მოქალაქეებს აღრიცხავენ, რაც უარყოფითად მოქმედებს ადგილობრივების პოლიტიკურ აქტიურობაზე და ზეწოლის ნიშნებს შეიცავს.

გამოვლინდა საარჩევნო კამპანიაში საარჩევნო კომისიის წევრების, სასულიერო პირებისა და საჯარო მოხელეების ჩართულობის შემთხვევებიც, რაც კანონით აკრძალულია. ჩართულობა გამოიხატებოდა მმართველი პარტიის სასარგებლოდ, როგორც წინასაარჩევნო შეხვედრებზე დასწრებაში, ისე სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ სარეკლამო ვიდეოების გავრცელებაში.

მერიის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში, ხშირად არ არიან პოლიტიკურად ნეიტრალური სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას და მმართველი პარტიის აგიტატორისა და წარმომადგენლის ფუნქციას ითავსებენ.

ცალკეულ შემთხვევებში, ადგილობრივ დონეზე მოქალაქეების პოლიტიკური არჩევანის კონტროლის ფუნქცია კერძო საწარმოებს აქვთ შეთავსებული. ISFED-ის ინფორმაციით, ჭიათურაში, შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომლების პოლიტიკურ აქტივობებს მაღაროს უფროსი აკონტროლებს.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია სკოლის პერსონალის, დირექტორებისა და მასწავლებლების პოლიტიკურ კამპანიაში ჩართვისა და ზეწოლის ბერკეტად სამსახურის შენარჩუნების გამოყენება. მიმდინარე პერიოდში, სკოლების დირექტორების ნაწილს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, გაუვიდა უფლებამოსილების 6-წლიანი ვადა. მათი ნაწილი მოვალეობის შემსრულებლებად დატოვეს, თუმცა გაუგებარია, რა კრიტერიუმით მოხდა მათი გამორჩევა.

ეთნიკურად სომხებით დასახლებულ რეგიონში, წინასაარჩევნო გარემო დაიძაბა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადების შემდეგ, რომელმაც მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიად მოიხსენია. ნინოწმინდისა და ახალქალაქის მოსახლეობის თქმით, ხელისუფლების მხარდამჭერები გამოვიდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საწინაღმდეგო ლოზუნგით, რომ „მოღალატეები არიან“. „ნაციონალური მოძრაობის“ ცნობით, მათი საარჩევნო კომისიის წევრები და მხარდამჭერები ზეწოლის ქვეშ არიან.

29 სექტემბერს, დედოფლისწყაროში, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს ოპოზიციური პარტიის შეხვედრის მონიტორინგისას, უცნობმა პირებმა საქმიანობაში ხელი შეუშალეს და თავისუფლად გადაადგილება შეუზღუდეს. გამოძიება მუქარის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

29 სექტემბერს, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიასთან დაპირისპირებისას, დაშავდნენ პოლიტიკური ძალების აქტივისტები, საოლქო საარჩევნო კომისიის თანამშრომელი, „მთავარი არხისა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის ორი ჟურნალისტი და ორი ოპერატორი. დაზიანდა ტელეკომპანიების აპარატურაც. „სამართლიანმა არჩევნებმა“ დაგმო ჟურნალისტებზე განხორციელებულ ფიზიკური ძალადობა და მოუწოდა სამართალდამცავ ორგანოებს, უმოკლეს ვადებში გამოიძიონ მარნეულში მომხდარი ინციდენტი“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„სამართლიანი არჩევნები“ ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართავს რეკომენდაციებით: არ დაუშვას მედიაზე და ჟურნალისტებზე ზეწოლა და დროულად გამოიძიოს მათზე განხორციელებული ზეწოლის შემთხვევები; დროულად და ეფექტურად გამოიძოს პოლიტიკური პარტიების აქტივისტებისა და მხარდამჭერების მიმართ განხორციელებული ზეწოლისა და მუქარის, ასევე პოლიტიკური პარტიების კამპანიისთვის ხელის შეშლის ფაქტები; დროულად და ობიექტურად გამოიძიოს ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობა, ასევე „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტი და პასუხისგებაში მიეცნენ შესაბამისი პირები; საჯარო მოხელეებმა და სკოლისა და ბაღების თანამშრომლებმა სამუშაო საათებში, თავი შეიკავონ პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების წინასაარჩევნო ღონისძიებებსა და აგიტაციაში მონაწილეობისაგან.

ამასთან, ორგანიზაცია რეკომენდაციებით მიმართავს პოლიტიკურ პარტიებს: მმართველმა პარტიამ არ გამოიყენოს საჯარო სექტორში დასაქმებული პირები სააგიტაციო რესურსად და უარი თქვას მათი მეშვეობით, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, მხარდამჭერთა მობილიზებაზე; თავი შეიკავონ და არ დაუშვან ფიზიკური ძალადობის განხორციელება; არ დაუშვან ოპონენტი პოლიტიკური პარტიების კანდიდატებისა და მხარდამჭერების მიმართ ზეწოლის/მუქარის განხორციელება; არ გამოიყენონ ამომრჩევლებთან ურთიერთობის იმგვარი ფორმა, რაც შეიცავს ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს; არ დაუშვან წინასაარჩევნო კამპანიაში მათ სასარგებლოდ არაუფლებამოსილი პირების ჩართვა.

თეგები: 2020 წლის არჩევნები

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ კონკრეტული პირების გამოკითხვა დაიწყო

ივნისი 15, 2021
784
პოლიტიკა

ჩვენ, ბარიერგადალახული პარტია გარეთ ვართ დარჩენილი – ნინო ბურჯანაძე

მაისი 21, 2021
825
პოლიტიკა

დღეს საგამოძიებო კომისიის წევრები ელჩებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან

მაისი 20, 2021
868

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია